ობობა
ხანდახან, შემთხვევითი და სრულიად უმნიშვნელო სიტყვა
ჰმატებს მოულოდნელ მნიშვნელობას ლექსს,
ისე, როგორც მაგალითად, მიტოვებულ სარდაფში, სადაც
არავინ ჩადის უკვე დიდი ხანია, დიდი, ცარიელი სათლი.
მის ბნელ ტუჩზე დასეირნობს უაზროდ ერთი ობობა
(შენთვის უაზრო, მაგრამ შეიძლება არა იმისთვის).
გაზაფხულის სიმფონია
სიხარული, სიხარული
სულ არ გვენაღვლება რას დატოვებს
ჩვენი კოცნა დროსა და სიმღერაში.
შევეხეთ დიდ უმიზნობას,
რომელიც არ ითხოვს თვის მიზანს.
ღმერთი თავს იხორციელებს ამ ჩვენს კოცნაში.
ამაყად ვასრულებთ დაუსაბამის ბრძანებას.
პატარა ფანჯარა
სამყაროს გადაჰყურებს.
ჭრიჭინა ცას ეუბნება:
გაჩუმდი.
ჩვენი ტუჩების ნიჟარაში
მოთავსებულია უტყუარი.
ვჩუმდებით და ვუსმენთ
ლაჟვარდოვან საღამოში
ზღვის ხმას,
ბედნიერი გოგონას მღელვარე მკერდივით
ბედნიერებას რომ ვერ იტევს.
ვარსკვლავი ჩამოვარდა.
დაინახე?
სიჩუმე.
დახუჭე თვალები.
4 comments:
sardafSi satlis oboba...:)
'შევეხეთ დიდ უმიზნობას,
რომელიც არ ითხოვს თვის მიზანს'. <3
avtori?
Thank you,
The given infotrmation is very effective.
I'll keep updated with it.
Software Development Services
sugu.ariestechsoft87@gmail.com
Thank you,
The given infotrmation is very effective.
I'll keep updated with it.
Software Development Services
sugu.ariestechsoft87@gmail.com
Post a Comment