Wednesday, April 22, 2009

სიზმრისეულად

დღემ გაიღვიძა.
თითის წვერებზე წამოიწია
და გადახედა ჯერ კიდევ სიზმრებითა
და ღამეული საოცრებებით გათანგულ სამყაროს.

მთებს მისწვდა,
გორაკებზე ფეხი დაუსხლტა,
და ჩაიღვარა აჩქარებულ სახელმწიფოში.

ჩააქრო ქუჩის ლამპიონები,
მოახრჩო
ეზოებსა და კუთხეებში მიმალული ჩრდილები,
გაუნაწილა რა ადამიანებს პრობლემები
მათი შორს გავრცელება გადააბარა.

შემდეგ კი, ჩემი არმყოფობა მოინაკლისა
(დიდ ბედნიერებას ვწეოდი სიზმარში)
გამომიხსნა ჩაკეტილი ფანჯარა
და მთელი სიმძიმით დამაწვა.
და ჩემი სიზმრისეული გატაცება ასე შემიწყვიტა.

კიკი დიმულა

3 comments:

iasamani said...

ჰაჰა
მოგაგენი )))
ჩაგაბლოგროლებ და შენც ჩამაბლოგროლე )))

ბაბისა said...

shen ro ar getargmna misi leqsebi kiki dimulas xo qartulad ver wavikitxavdi da anu ver agmovachendi.. :))

MLM Software said...

Thank you,
The given infotrmation is very effective.
I'll keep updated with it.

Software Development Services

sugu.ariestechsoft87@gmail.com