პოეზია და სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოს მთებში დაიბადა თითქოს...
სატრფიალო
ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემსკენ იღიმის მაცდურად ბინდი გადმიკრა თვალზედა
ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტოდ რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა
ჩაძინებულს რომ გნახავდე შვლისნუკრის თვალებიანო
ქალოვ შენს ახლოს არ მოვალ გული არ შაგიფრთხიალო
მარტო დაგხედავ მძინარსა ჩუმად რომ შაგეხმიანო
იქნებ ჩურჩულით შაგკითხო რა გესიზმრება ფრთიანო
შენს თავს არავის დავუთმობ ვფიცავარ ჩემსა მზესაო
შენთვის გავწირავ სიცოცხლეს შენთვის ცას შევძრავ მთებსაო
ბევრს არასა გთხოვ მისმინე ამ ჩემი გულის კვნესაო
ამაღამ ჩემთან გადმოდი არაკებს გეტყვი ბევრსაო
ხოხბის ყელივით ლამაზი ქალი გადმოდგა მთაზედა
ჩემსკენ იღიმის მაცდურად ბინდი გადმიკრა თვალზედა
ნეტავი თუ გყავს ქმარია მარტოდ რად გიშვებს წყალზედა
ჩემი რომ იყო ლამაზო არ მოგიცილებ მკლავზედა
0 comments:
Post a Comment