თავი VII
შემოქმედებითი კრიზისი მაქ. ჩემს სურათებს ვათვალიერებ Halloween Party-დან. ჰოოო, მე ნიღაბი ნამდვილად არ მჭირდება, ისედაც საინტერესო პერსონაჟი ვარ. ყველა გაგებით, თუმცა მაინც ამ ყველაფერს მსუქუქი რელატივიზმით გადახედეთ. ჩემს პერსონას... იმიტომ რომ სურათებს არ გაღირსებთ;-)
მოკლედ ლუციფერის ასულებთან ნავარდი კარგი იყო უბრალოდ ძალიან გვიან დასრულდა. ხომ იცით ადვილად ტრასპორტირებადი არ ვარ. სადღაც 40 წუთის სევდიანი ზოზიალის შემდეგ მძღოლს გამოვესაუბრე და ამ სასიამოვნო საუბარში აღმოვაჩინე, რომ ტრაკში ვარ. სახლში მივეტირე. ძალიან მეძინებოდა და ამ სიამოვნებისთვის მხოლოდ 3 საათის ბედნიერება მქონდა. ბოლოს მივიხედ-მოვიხედე სწარაფად მოვამტრვესასრუტე ჩემი ცრემლები და დავეგდე გაფუჭებული კომპასივით.
ვსხედვარ (სადღაა ის დრო ჩემში ერთი მე რომ ცხოვრობდა?) და ვხვდები, რომ უკვე ვეღარ ვაზროვნებ. . . დაიძაბეთ? სუ არა? გაიჭინთეთ მაინც. . . ვიცი გადტვირთულობითა და დაკავებულობით დღეს, სასმახურზე მლოცველ, მოალერსე და მომასტურბირე მსოფლიოში, ვერავის გააკვირვებ. სამსახური, ხომ სტატუსია, სტატუსი კი ასწორებს. . . ამასთან, როგორ არ უნდა გავიხსენოთ ისტორიის კურსი, რომელიც სკოლაში გავიარეთ და რომლის დროსაც რელიგიურობის ამბიციით შეპრყრობილი საშუალო სკოლის ორთოდოქსი ისტორიკოსები გვასწავლიდნენ . . . ადამიანი შრომამ შექმნაო. . . პენისი და ვაგინა უბრალოდ მიმაგრებული ფაილებია. . . გაათრიეთ ეს დაბნეული სპერმატოზოიდი საკლასო ოთახიდან!!!;-)
მოკლედ მე ეს პროცესი მომწონს, მაგრამ ვერ დაგიმალავთ ადამიანის ინსტინქტების რეალიზაციის ყველაზე საყვარელი ფორმა მთლად ვერაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ პრაგამტულობისადმი მიდრეკილებამ ადამიანი მაინც ზარმაც არსებად ჩამოაყალიბა და ვინ შემეკამათება, რომ დღევანდელი სამყარო პრაგმატული იდეებით შემოსილი მატერიალური სფეროა, რომელიც ყველაზე მარტივად ილუსტრირებადია ჩვენს სურვილებში ვიგორაოთ, ვ. . . ოთ და ფული არაფრისგან ან ძალიან მარტივი შრომისგან მივიღოთ. პრინციპში აქაურობა ამის კარგი მაგალითია, უბრალოდ გეოგრაფიული უსამართლობის გამო ყველა ვერ აღმოვჩნდით ამ უსაქმურ რგოლში;-). არის მცირეოდენი გამონაკლისები და რა თქმა უნდა მე როგორც ამ გამონაკლისების მოშიში სწორედ მისი მსხვერპლი გავხდი. ერთი სასიამოვნო რამ მაკავებს – ეს ყველაფერი ექსტრემალურად საინტერესოა, თანაც ძალიან ბევრი რელაქს-ფაქტორია, რაც ამ ყველაფრის ძვირფასი კომპენსაციაააა....ააააოეეეოეეე…ოეეეოაააა...;-)
ახდა ჩემი ოცნება და მადონას ახალი სინგლის (ოღონდ ახალს რატო უწოდებენ არ ვიცი) '' JUMP''-ის გამოშვებასთან დაკავშირებით ლონდონის ერთ-ერთ უმთავრესმა და უპოპულარულესმა კლუბმა G.A.Y.- მ მადონნას მთელი დღე მიუძღვნა. ეს კლუბი განთქმულია გრძელი და სქელი რიგებით, მაგრამ ასეთი რამ მე არ მინახავს. 1 საათი ლოლუების სრესვაში გავატარე, თანაც მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მსგავსი კლუბი ლონდონში ორია (ნუ აი ჩვენთან რომაა სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის ფილიალი, ჰავაის ფილიალი და სხვა) და . . . . ტარამ ტარამ ტარამ. . . მე რა თმა უნდა იმაში წავედი, რომელშიც არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო. ერთი საათი ვიწუწავე და მერე მეორე G.A.Y-ში გავეშურე. საბედნიეროდ ჩემს კამერადს ' overjump' ბილეთი აღმოაჩნდა და აღარ მოგვიწია ''1 in 1 out ' რიგში დგომა. მოკლედ მართლა ძალიან მაგარი იყო. დავრწმუნდი, რომ აქ მასსავით არავინ უყვართ და მართლაც ''საცეკვაო მოედნის დედაა'' (არა როგორ ჟღერს;-))
ღმერთო საშინლად მოსაწყენი დღეა. ჰო, Ministry of Sound- ში ვიყავი. შესვლა უზასი ღირდა, მაგრამ ნუ ვისაც ჰაუსი უყვარს. . . უააუს ძახილში ჩაიფუშებოდა. ყველაზე მაგარი დი-ჯეიები უკრავენ.
ისე აქ ძალიან მალე ბნელდება. კულტურული ექსპლორისთვის დრო აღარ მრჩება. დღეს მხოლოდ დილით და ლანჩზე ვნახულობ. ლანჩიც ნუ იკითხავთ, ძირითადად Marks&Spencer-ის საჭმელს ვძოვ. ყველა გამყიდველს ვიცნობ, ოჯახში ვის რა პრობლემა აქვს ვიცი. მოკლედ მყავს 5 დაქალი, ძირითადად შავკანიანი, რომლებიც მოუთმელად ელიან ჩემს მიერ ტუნას ან პაპაიას სალათის ძოვას. რჩევებსაც ვაძლევ და ყველა ცხოვრებით კმაყოფილი ჩანს. საერთოდ ჩემში აღმოვაჩინე თერაპისტის უდიდესი ნიჭი და ალბათ იურისტობას თუ თავი დავანებე თერაპისტი გავხდები. ოღონს ძალიან ძვირად დავიჩარჯები, იმიტომ რომ I AM EXPENSIVE;-)
დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში წავიკითხე. ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ლესბოსელებისადმი. თურმე მათ სერიოზულად არ აღვიქვამთ. რატო? იმიტომ, რომ '' sex without penis is not sex''. როგორია? ანრი ჯოხაძის ფრაზა ''ერთი თქვენ მოგცლიათ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან ათავებს!'' რა უადგილოა;-) ისე ჩვენი სელებყლითების სიბრძყლეს მხოლოდ მომავალი თაობა თუ გადახარშტყნავს;-) A MY JESHJE BORIMSJA ZA SVANIJE DOMA WISHEJ KULTURI I BITA?!;-)
Aარ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვხატო აქაურ ტრასპორტთან დაკავშირებით. რა მეტროში ჩასულხართ და უპუტანკო საუნაში წასულხართ. ცხელა, ჰაერი არაა, ადამიანების ფიზიკური შერწყმა თავად მოლეკულურ ერო-დისტანციასაც სცდება. . . ''დასველებაც'' არ გინდა. . . და მთელი მატარებელიც, რომ შეგეკვეხოს ვერ იგრძნობ;-) ავტობუსები!!! თუ გინდათ თავი ''ბიძა სტიოპად'' იგრძნოთ და სამყაროს ''დაგვიანებულის სტატუსში'' ზემოდან შეჰყუროთ იმგზავრეთ აბტობუსებით. ღმერთო დალოცვილ ვარშავაში ავტობუსი ყოველგვარი ვიზის გარეშე მაქსიმუმ 30 წუთში სამოთხეში გაგაქანებდა. განსაკუთრებით საინტერესოა აქაური ეხეცუსე-ბი დაგვიანებასთან დაკავშირებით due to the suicide of the passenger the service on Victoria Line is relatively delayed'', ''due to the attempt of the passenger to resist moving train the servive on Picadilly line is slightly delayed'', ''Okay as always service on Northen Line is not good'' და დღეს!!! უსმინეთ '' We are sorry for the delays this morning, this is because the train is too big to fit in the tunnel''.როგორია? და როგორ შეიძლება ამაზე არ გაგეცინოს თუგინდ მთელი მატარებელი მოგაკაშნონ ყელზე.
წავედი. . .
პ.ს. მითხარით, რომ ის რაც 19-ში უნდა მოხდეს ზღაპარია გამოგონილი ბავშვების დასაშინებლად;-)
Wednesday, November 29, 2006
დაბრუნება
თავი VI
ქიმია
ეს სიტყვა ჩემში ყოველთვის შიშს იწვევდა. პირველად მისი სკოლაში შემეშინდა, მივხვდი რა, რომ ჩემნაირი უფორმულო ადამიანისათვის ეს მეცნიერება ეგზისტენციალიზმზე უფო გაუგებარი და რთული იყო. დაახლოებით კაფკა მშობიარე მდგომარეობაში;-) მომდევნო შეხვედრა ამ სიტყვასთან გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდა. ეს ისე, უკომენტარო წინადადებების ნაკლებობას, რომ არ განვიცდიდეთ. დღეს კი ვხვდები, რომ ქიმია სკოლაში და ქიმია ადამინაზე მხოლოდ საწყისი ეტაპია ჩემი და მისი ნაცნობობისა. განხილვის პროცესში მყოფი ''ქიმია'' თურმე საკვანძო წერტილია სიმპატიის ფორმირებაში (როგორც სპერმატოზოიდი მორიგი მსუნთქავი რამის გაჩენისათვის) თანაც ფანტასტიური და დიპლომატიური ''იდი ნა ხუი'', რომელსაც არც ექსესი (შებასაბამისად არც პოსტსექსი) და არც ნეგატიური განვითარება მოჰყვება. ერთი სიტყვით, ამ ქიმიოთერაპიის ნაწილი მეც აღმოვჩნდი, თანაც მუდმივად გამომრიცხველი სახითა თუ კომენტარით ''სული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფასადი.... სექსუალობა, ხომ დროის ფაქტორია.'' ჰა ჰა!!! როგორ ჟღერს?! საშინლად. მსგავს უგემოვნო განაცხადს ალბათ თავად სახალხო ლექსენი მრ. ნათელაშვილიც იუარებდა.
ვინაიდან მე ''იუარა'' არ ვარ და პერმანენტულ ''კიდ'' ვიქეცი, ამიტომაც პარასკევ საღამოს გამოვიპროჭე და გავუდექი გზას ''გუანაბარა''ს მიმართულებით. ღმერთო, ერთი დაგანახათ რა რიგები დგას კლუბების შესასვლელთან. ვინაიდან ჩვენ ყველანი სამოქალო ფორმაციის პროცესის მსხვერპლნი ვართ, გახსენებთ პოსტ-სამოქალაქო ომისა და შიდა-სახ. კონფლიქტის პერიოდსა და პურის რიგებს. . . აი ტალონებით, რომ იძლეოდნენ;-) მერწმუნეთ, ლოდინი ამად ღირდა. . . იცით რა არის ბრაზილიური მუსიკის გენიალურობა? ძვლების ჭრაჭუნი არ გესმის და არც საწვავის ნაკლებობას განიცდი. ერთი სიტყვით ავტომატურ ზეთოთერაპიას გადიხარ და დაგროვილ ჟანგს, მხოლოდ ეგზოტიკურ ფანტელებად მიმოაფრქვევ. ჩავატარე!!! ალბათ ხვდებით რას ვგულისხმობ. მეორე დღე ვულკანიზაციასა და სან-ტრექნიკის პლიაზებზე ვინავარდე;-) კვირას კვლავ ''ქიმიის'' საკითხებზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა სიყვარულის ძიების პროცესში. ამჯერად, საქართველოს მარილიანი მიწის შვილს იოდის (ნაკლებობამ) მიმტყუნა. ჩიყვმა დალახვროს!!! ერთი სიტყვით ქიმია უფრო ფიზიკა აღმოჩნდა და რამოდენიმე სასიამოვნო ''დრინქის'' შემდეგ წავედი. . . ჰო, ეს სხვა დროს. მართალი გითხრათ იმ ღამეს ცუდად მეძინა. ვფიქრობდი, ნუთუ ჩემმა იოდმა არასაკმარისად იკაშკაშათქო, მაგრამ რა გაეწყობა მთავარია სხვა ქიმიური ელემენტები, რომლებიც სხვა სტრატეგიულ ორგანოებს ამოძრავებენ კვალ აქტიურ მუტაციას განიცდიან. აჰ, ეს როგორი შვებაა. . . ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავთან გართობაც ხომ გართობაა;-)))) მთვარია მაგ დროს იოდზე არ იფიქროთ;-)))
ჩემი კვების რაციოც ძალიან მარტივ ქიმიურ მიქსტურას მოიცავს. რემონტების სტუმრობის თუ მასპინძლობის დაღი ეტყობა მიმაშპალლეს სადმე საჯდომზე და ამიტომაც თან მზდევს გამუდმებით. რეებს ვბოდიალობ? სულაც არა, ჩემმა სახლის პატრონმა გადაწყვიტა სამსაზრეულოს შეცვლა. ამიტომაც 1 კვირაა ვერ ვიმზადებ საჭმელს და მხოლოდ ხმელი წიფელით ვიკვებები. ჩემი ვაჟა მაგან არ მოსპო? და ახლა მეც უნდა გამანადგუროს?! ნუ ჯანდაბას ვაჟას დროს იოგურტები არ იყო;-), მაგრამ მაწონი აშკარად არსებობდა. . . მდაააა. . . ეტო პლოხო...
იცით ჩემდა გასაკვირად ზოგჯერ სახლში მინდება, თუმცა ალბათ მხოლოდ 2 საათით ან მაქსიმუმ 2 დღე თუ მივცემდი თავს ამ ფუფუნების უფლებას.
ერთი სიტყვით მე ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ახლა უნდა გავაჯვა...რომ მერე კიდე მოგიკუკოთ და გაგიზიაროთ რახაც-რახაცეები (სტილი დაცულლლლია) (სტილი დაცულლლლიას სტილიც დაცულია).
;-)
პ.ს. ჰო, მათ ვინც ჩემი ბოლო წერილის წაკითხვის შემდეგ ჩათვალეთ, რომ სიკვდილს ვაპირებ ან თვითმკვლელობის გეგმაზე ვმუშაობ, შეცდით, თავს საშინლად ცოცხლად ვგრძნობ;-)
თავი V
გამარჯობათ,
მართალია! უფრო ბანალური ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ "რედაქციაში" შემოსულ მკითხველთა უამრავ წერილზე რეაგირებას სწორედ ასეთი ფორმით ვიწყებ. საერთოდ ძალიან მომწონს ადამიანის თვისება სხვათა პერსპექტიული შეფასების საფუძველზე გააკეთოს დასკვნა საკუთარ მოსაზრებასა თუ საქციელზე. სისულელისგან დაზღვევის მაგვარია. . .''შპს ვახო: შეიძინეთ 100% დაფარვის პოლისი და დაცული იქნებით სისულელისაგან''. . . თუმცა პოლისი მცდელობის მსგავსად ხელმოცარული პერსპექტივაა. მე თუ მკითხავთ ადამიანს ყველაზე ნაკლებად უნდა ეშინოდეს სამეტყველო აპარატიდან სისულელის წამოროშვის. ეს უვნებელი პროდუქტი ხომ ზოგჯერ ძალიან სასაცილოა, სიცილი ცრემლდენას გამოიწვევს რაც ფანტასტიური შანსია მხიარულად გამოისუფთაოთ გუგები, ცრემლდენას შარდდენა მოჰყვება, რაც ასევე ფანტასტიური შანსია გაათავისუფლოთ შარდნის ბუშტი და ამასთან გაიწმინდოთ თირკმელები. ასე, რომ ზოგჯერ სისულელე თქვენი ჯანმთელობის მხიარული მეგობარია.
ეს ყველაფერი რაც თქვენ წაიკითხეთ, ასევე სისულელეა უბრალოდ ძალიან ვეცადე სასაცილო ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ბოლო დროს რაღაც სუ არ მეცინება;-)
ორი კვირაა ვებრძვი ბრიტანულ ვირუსებს. უნდა ვაღიარო, ამდაგვარი ჯგუფური შემოწოლის გამოცდილება ჯერ არ მქონია, ამიტომაც ჩემმა დაბნეულმა ლიბიდომ ქარქაშისა და ფარის ამარა დამტოვა ის კი დაავიწყდა, რომ ყველაზე მთავარი ხმალია, თანაც მჭრელი;-) აქ რატომღაც სულ არ ცივა. მინდა გითხრათ თავს უფლებას ვაძლევ ჩავიცვა მაისური. ასე რომ ნისლიანი ალბიონის ცნება აშკარა გადამუშავებას საჭიროებს, რაც ცვლილებებითა და დამატებებით განთქმული ქვეყნის შვილთათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.
ისე, ყელი საშინლად მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს ყელს სექსი ქონოდა ცულთან, ნამგალთან ან ბენზო-ხერხთან;-)
კულინარიაში გავიწაფე. საშინელ გემრიელ რაღაცეებს ვაკეთებ. ერთი ჩემი სუპები გაგასინჯათ, თუმცა რატომღაც უკვე მეორედ გზააბნეული პეპელა მეწვია, რომელსაც როგორც ყოველთვის მისამართი შეეშალა. რა გამოლევს თესლ პეპლებს, რომლებიც სხვის ულუფაში ისამარებენ თავს;-)
სხავათაშორის აქ პატარა, მაგრამ საყვარელი ქართული სათვისტომო შეიქმნა. სოფო და მისი მეგობრები ლონდონში არიან ამიტომაც მოგვიწია ერთი-ორგან კოლექტიური გასეირნება. მე როგორც ყოველთვის კლუბ-ხელმძღვანელის თანამდებობა შემეტენა (თანაც საკვალიფიკაციო გამოცდა ნამდვილად არ ჩამიბარებია ლონდონში). ჩემი ორიენტაციისა და მახსოვრობის ადამიანმა ალბათ წარმოგიდგენიათ რა სწრაფად მიაგნო ყველაფერს. რა ჩემი ბრალია, თუ ჩემს ლონდონელ ნაცნობებს მანქანით დავყავარ?! მოკლედ ყველაზე სასაცილო ის იყო რომ კლუბების დედაქალაქში და თანაც კლუბების რაიონში, რომელსაც სოჰო (წარმოთქვით რაც შეიძლება გამოშტერებული სიფათითა და მიამიტი ინტონაციით) ჰქვია;-) მოკლედ მე როგორც ''გადადექი'' ქვეყნის შვილი ''გადამაძუნძულეს'' და ლიდერობა ჩეჩენმა ჩაიგდო. . .და რა? ერთი საათი გვატარა გაუგებარ ადგილებში. ვახო რა ვახოა ამას თუ მოითმენდა?! ავიჩეჩე დავიჩეჩე ამოვიყარე ამოსაყრელი და არ ჩავიყარე ჩასაყრელი. შედეგი: კისრული მოთელვით დავიბრუნე ლიდერობა. აღმოვჩნდით კლუბ ზუუ-ში. არაუშავდა, თუმცა 4 საათი გაუჩერებლად ვიცეკვე...ბოლოს ლამის სექსი დავამყარე საკუთარ თავთან.…ნამეტანი ლამაზი ვარ და დიდი სარკის წინ ცეკვა მეტად სარისკოა. მინდა გითხრათ კლუბ ზუუ-ში (მიუხედავად მისი ტროპიკული სახელისა) მხიარულებამ მკაცრი ორთოდოქსული წესებით ჩაიარა 'პატრულმა' მხოლოდ ცხოველური ზასაობა და ინტენსიური ხახუნი დააფიქსირა. იგივე სიტუაცია იყო კლუბ ''თაიგერ თაიგერში'', სადაც ასევე ოფლის ბოლო წვეთამდე ვიცეკვე და ბევრ თინეიჯერს გადავა. . . (ეს უკვე თქვენი გემოვნებით). მიუხედავად ამისა მივხვდი, რომ მაინც ვბერდები, მაგრამ იცით რა ნაწილში? აი კლუბში წასვლა მეზარება, მაგრამ თუ შემაგდეთ, მტრისას, ლომი-მე ააფაფრებს იქაურობას...ახლა ველი 4 ნოემბერს, კლუბ G.A.Y.-ში მადონას დღეა... ასევე ძალიან საინტერესო ნიუანსი. აქ ე.წ. Straight კლუბებში მხოლოდ გოიმები დადიან ამიტომ წინა შაბათ-კვირა გოიმური გაჯაზების ამბავია;-)
თუმცა, მე მაინც ძალიან მომეწონა და თუ მკითხავთ "თიგერ თიგერ" სვეცკობა იყო ნუ ისეთი არა როგორც " Lauren Garnier Club", რომელშიც შესვლის გამო თურმე 25 ფუნტი გადაუხდიათ, მაგრამ მაინც... და კიდე KOKO-ში უნდა წავიდე... მოკლედ სწორედ ამ არგუმენტებით შემოსილმა მე-ჟ.P. გოტიემ დავარწმუნე ჩემი ქართველი მეგობრები და მომავალი უიქ-ენდი გეი-სტარტი იქნება;-) Heaven….heaveeeeen….Heaven… this must be an angel….ისე ტრადიციულ აბჯარს აუცილებლად გამოვართმევ ქართველ ქალიშვილებს, რომელთაც მქონი ეგ აქსესუარი დიდი ხანია არ გაუზეთავთ და არც კი ჭირდებათ. . . მორიგი ალილუია აპკგაცილებულებს;-)
ჰო, რატომ არ მეკითხებით რა აცვიათ 'გო-აუთ'-ზე? ბევრს არაფერს ვიტყვი უბრალოდ გკითხავთ მადონნას like a virgin ან Lucky Star?! თუ კი ბევრი არ იფიქროთ აუცილებლად გადაიკარით ლენტი, ჩაიცვით მუხლებამდე კაბა, აჟურული კოლგოტი (რა ყლე სიტყვაა), თმებს მიეცით თავისუფლება. . .არაა აუცილებელი დაიბანოთ. . . ბევრი ''ლაქი'' . . და მაქსიმალურად ეცადეთ მოისხათ 80 წლების ბიჟუტერია... მოკელდ ეს ყველაფერი სასაცილოა, თუმცა არის გამონაკლისებიც მაგალითად გაიხსენეთ Madonna – Hung Up, Kylie Minogue – Can't get u out of my head an Beyonce – Crazy in Love… მოათავსეთ ბლენდერში და კააააარგად ათქვიფეთ. . .წონას მაინცდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევთ მერე რა, რომ სქელია სქელი იასამანი;-)
სართოდ,აქაურ კლუბებში ყოფნისას სულ მახსენდება სარა-ჯესიკა პარკერის გმირის (''სექსი დიდ ქალაქში'') სარკასტული შენიშვნა ევროპასთან მიმართებაში. . . ერთი სიტყვით ის ამბობს, თუ ვინმეს სურს გაიხსენოს ძველი პოპ კულტურა ევრობაში უნდა წავიდეს. ბსოლუტურ სწორი შენიშვნაა...ზოგჯერ ისეთი სიმღერები მესმის, რომლებიც თავად რეტრონაციონალურ საქართველოშიც კი არ ახსოვთ.
გუშინ ემპერიო არმანის მაღაზიის გახსნაზე ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ არ წავედი...ჰო ****ნსკაიას კი შევპირდი, მაგრამ ამჯერად სუკა მე ვარ და არ წავედი. რა ვიცი მე თმები არ მომწონდა და ზმანიც დიდად რაღაცა არ მქონდა...ისე ძალიან სასაცილოა ლონდონელმა შეიძლება 800 ფუნტი პრადას მაისურში გადაიხადოს და თქვას ღმერთო რა საყვარლობაა. . . მაგრამ 1 ფუნტით ძვირიან ნაყინზე გაჭედოს და აპროსტესტოს ეს რა ვანდალიზმიაო... საინტერესოა;-) ისე ჯორჯიო არმანის და გვინეთ ფელტროუს კი ვნახავდი, მაგრამ მელე მე ლა?! (მეგრული სუბ-რაციონალური კულტურის ფრაზეოლოგიიდან).
გაძლევთ უფლებას ჩემი სახელით პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინოთ, რომ საქართველოში ჩემი შემოტანა აკრძალონ. მე აქ მინდაააააააა. . .
ისე იმედია ამ სირობის წაკითხვის შემდეგ აღარ დაგებადებათ ჩემი სახელის გაგონების სურვილი ა-ლა ტრიბიუტი ''წადი და აღარ მოხვიდე'';-) თუმცა გამოგიტყდებით საშინლად დაკავებული ვარ. . . ტირილამდე. . . მენსტრუალირებადი რომ ვიყო ალბათ დღეში 3-ჯერ ''მომივიდოდა'';-)
გკოცნით და გეფერებათ თქვენი ალეხხხანდრო;-)

Tuesday, November 28, 2006
თავი IV
გართობა ლონდონურად – დაბრუნება ველური ინსტინქტების სამყაროში
ჰმ! დიდი სიამოვნებით აქვე დავასრულებდი:--))) მაგრამ მე როგორც მორალური კოდექსის ამორალური ნაწილი გიზიარებთ ყველა ქალაქის (თუნდაც ზესტაფონის) ყველაზე საინტერესო და როგორც ჩვენი ანგლო-ენოვანი თანამოძმეები ამბობენ ''ჰოთ'' დროის ნიუანსებს. ყველაფერი პარასკევს დაიწყო.
პარასკევი, 20-00 – 00.30, სოჰო, ლონდონი
ფაბი. ალკოჰოლს არ ვსვამ, მაგრამ როგორც აქ მითხრეს I'm funny enough even without any alcohol;-) ჰო რა ვიცი აბა... მუსიკა: შოკური თერაპია. მერწმუნეთ ყურების გამოწმენდის სურვილი დაგეკარგებათ;-) სასმელები...საშინელება. . . ყველა ჭიქაში, რომელი ქვეწარმავლის ნაწილია... თავიდან ნამდვილი მეგონა;-) გავიცანი რამოდენიმე მდედრ-მამრი, რომელთაც ხვალ უნდა შევხვდე;-)
შაბათი, 20-00 – 3:00, პიკადილი სირქუს, ლონდონი
ბერძნული საჭმელი ვძოვე. სუ მაკაზე ვფიქრობ. ვფიქრობ თუ როგორ დაასოპრანოებდა აქაურობას ბერძნულადთქო. . . მარა სადაა? საჭმელი ძალიან გემრიელი. . .რაღაცეები განსაკუთრებით გავს მეგრულ სამზარეულოს. ვძოვე. მომეწონა. გავიცანი პოლონელი ოფიციანტი გდანსკიდან, რომელმაც შემამკო კომპლიმენტებით რა მაგრა ბაზრობ პოლონურადო თანაც ვარშავული აქცენტიტო... არ დაიჯეროთ. მე მოვუყევი ჩემი და ჟურავის (საზღვაო ამწეკრანი, რომელზეც ვგიჟდები) სიყვარულის ამბავი. გადავწყვიტეთ კლუბში წასვლა. სოჰოში ვართ. კლუბის სახელი არ მახსოვს. სიტუაცია როგორც იტყვიან დედისმქარგავი;-) მუსიკა შოკი. სიტუაცია ველური. ყველა ირხევა, მაგრამ ეს ცეკვას არ გავს;-) არც კი იფიქროთ ტუალეტში შესვლა, თუმცა ჩემთვის ეს არავის უთქვამს. ტუალეტი სრულიად ფუნქციაშეცვლილია.… ექსკრემენტების ნასახი არაა.… მიმდინარეობს აქტიური სექსი, თანაც 70% აზრზე არაა ვისთანაა ამით დაკავებული. მე ყველა გავაკვირვე. ტუალეტში სწორედ იმ მიზნით შევედი რა მიზნითაც შედიან ხოლმე;---) ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს აქტიური სექსი 80% არაუსაფრთხოა. ასე რომ დროა არა ქალიშვილი არამედ უშიდსო ქალები ეძებოთ;---) ძალიან გამაკვირვა დამოკიდებულებამ. დაახლოებით ასე ჟღერს – ''მერე რა?''. ყველა დარწმუნებულია, რომ ანალიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში მინიმუმ 50 წელი იცხოვრებენ. ერთადერთი დისკომფორტი 4 თვეში ერთხელ ექიმთან 1 საათიანი ვიზიტია. ცხოვრება ლიბიდოს ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. იცით ეს ყველაფერი ძალიან ცხოველურია. თუმცა არის გამონაკლისებიც;----) საერთო ჯამში OMG OMG OMG ძახილი…. და კმაყოფილი ხარ.
კვირა. 19:00 – ლესტერ სქ…. . . 22-30 სოჰო…
შევხვდი ბოჩოს;-) მაგრა გამიხარდა. ვიბოდიალეთ. ვძოვეთ ჩინური საჭმელი. გადავიღეთ სურათები. მიმოვიხილეთ ცხოვრება. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვიგრძენი, რომ ადამიანს ვეკონტაქტე;--) თანაც ძალიან საყვარელს;-) სურათების გადაღებისას ხალხი გვიყურებდა და ფიქრობდა რა საყვარელი წყვილიაო. აქ კაცს თუ მოეხვიე ვსიო;-) მერე ბოჩომ თავისი სამსახური მანახა. გაეძრო ტიპი, რომელმაც ერთ-ერთი კლუბის რეკლამა მომცა. არ დავაკვირდი. გაეძრო მეორე, რომელმაც 10 ნახევარფასიანი ბილეტის ვაუჩერი დაგვაკავა. კლუბი 'ჰევენ'. მთავარი გეი კლუბი;-))))))))))) ბოჩომ არ იცოდა;---)))) რატო მოგცეს? იმიტომ რომ ორი ბიჭი ერთად გვნახეს;-))) ძალიან ბევრი ვიცინე;-)))
ვხვდები იმას ვინც პარასკევის ნაცნობმა შაბათს გამაცნო;---) მივდივართ წვეულებაზე;-) ხო. მაცვია ის რასაც სურათში ხედავთ. იქაურობა შანელით, დიორითა და პრადას სურნელებით ყარს. საშინლად მოსაწყენი სიტუაციააა. . .შოპენი ჰაუსმა შეცვალა. . .სახლის თითქმის ყველა ოთახი დაკავებულია;-) სახლის გვერდითა ნაწილი გაძეძგილია მხოლოდ ორკაციანი პაწუკა სპორტული მანქანებით.
ერთი სიტყვით აქ რომანტიკისთვის მხოლოდ პარკებია და თანაც დღის საათებში. ურთიერთობები მხოლოდ ვიწრო სამეგობრო წრეებში ან ანონიმური ალკოჰოლიკების დახურულ საზოგადოებაში, თუმცა არის გამონაკლისებიც. იცით მაინც ძალიან მოგეწონებათ იმიტომ რომ ფანტასტიური ქალაქია. ნებისმიერი ლონდონელი ამ ქალაქს მხოლოდ ერთ ადგილზე გაცვლიდდა…''თუ ლონდონში ცხოვრებას ამიკრძალავდნენ, მხოლოდ ნიუ-იურკში ვიცხოვრებდი'' აცხადებს მათი უმეტესობა. ყველაზე ამაზრზენი ქალაქი მათთვის პარიზია.
მათ ვისაც ჰოლბეკი გიყვართ. 'ატომაიზდ' ვიკიდე. ასე რომ ჩამწკვრივდით.
გუშინ აღმოვაჩინე, რომ ერთთვიან მეტროს ტალონში 600 ლარს ვიხდი;---))) ხო მაგარია;-)))
კარგით გკოცნით.... აქ ერთი რამაა მაგარი. ყოველთვის იცხოვრებ თუნდაც საშუალოზე დაბალი შემოსავლით;--))
****

თავი III
ცოტა მოვიწყინე. როგორც ჩემმა უსათუოდ ბრძენმა მეგობარმა მითხრა ეტყობა დიდი ქალაქის სევდა შემომაწვა. ისე ჩემი ლიბიდო მსგავს შემოწოლებსა თუ თავდასხმებს არავის პატიობს ასე რომ გადაეცით ფრხილად იყოს;-)
გადავედი ახალ ბინაში. როდესაც სახლის მეპატრონე დავინახე დავასკვენი, საოცრად ხუმარა ტიპი ჩანსთქო, მაგრამ ეს თურმე მისი მუდმივი მდგომარეობაა. ნუ რა გაეწყობა. . . და მართლაც რა ქნას თუ ოქსფორდ დამთავრებულისთვის ხალისით აღსავსეა და კიდე ჭამა არ იცის. გუშინ ჩემს მეგობარს ვუბრიფავდი (ანუ მოკლედ ვპასუხობდი) და მაგ დროს პეკინურ კომპოსტოს ჭამდა ისე ეგზოტიკურად ხმამაღლა, რომ კინაღამ ვლეწე....პოლონელებო!!! გახსოვთ ჩემი ცნობილი სალათა?
მგონი მადა დამეკარგა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩემს გასიებულ საჯდომზე ვერა და ვერ ისახება...მოკლედ იმხელაა, რომ ფრესკათმცოდნეობის დაწყება შეიძლება მასზე.
ისე რა ბედნიერებაა იმ ქალაქში ცხოვრება, რომელშიც სუ რაღაც ხდება და მოქმედებათა ვენიუ არ შემოიფარგლება პარლამენტით, კანცელარიითა თუ ლეიბორისტული პარტიის ოფისით. ყველაზე პოპულარულ ადამიანებად კვლავ ქეით მოსი, ვიქტორია ბეკჰემი და ტონი ბლეერი იგივე ბი-ლაიერი რჩებიან. განსაკუთრებით მისს მოსსი ყველგანაა. ჟურნალებში, გაზეთებში, მაღაზიებში (მგონი ამ სეზონზე ყველაფრის რეკლამას ის აკეთებს) ... ნუ ჯერ-ჯერობით ტუალეტის ქაღალდზე არ გამოსახულა. არ გამიკვირდება თუ მალე სამდე იპოვიან მის სურათს, რომელსაც მირონი სდის. ჰო, ცოტა ხნის წინ ელიზაბეთ ჰარლიმ ''დაშოკა'' აქაურები. 'საქრისთმასოდ' უშვებს თავის რობოტს, რომელიც როგორც ამბობენ შეგიძლია მიჟიმო;-) წარმოიდგინეთ პროცესში მოკლე ჩართვა რომ მოხდეს...აუ რა ორგაზმი იქნება;-)
მუსიკა გუშინ ჩემი ბინის პატრონს ვკითხე სი-დი ფლეიერი ხომ არ გაქვს რომ მათხოვოთქო.… გააძრო მთელი მაგნიტოფონი…თავისი დინამიკებით და იცით რა? გაეტანო ველოსოს და საერთოდ ბრაზილ-მუსიკის ფანია. რას იტყვით?
გუშინ მთელი დღე პი-ჯეი ჰარვის ვუსმენდი და როგორც ****ი იტყვის (თუმცა ეს გამოთქმა მე მოვიგონე) ძუძუებში ჩამიდგა;-) მაგარი იყო მაგარი!!!
ჭურჭელი;-) აი ჭურჭლის რეცხვის მეთოდი მოგეწონებოდათ. ჭურჭელს ყრიან ცხელ წყალში, რომელშიც ასხამენ 'ფეირის'. არ ავლებენ. მოკლედ სანამ ჩემი კუჭი 'ფეირის' არომატთა ვრცელ პალიტრას აითვისებს ხომ აზზე ხართ რა დღეში ვარ;-))) უკვე ვარჩევ რომელი ჭურჭელი რითი იყო გარეცხილი.
'თეითსის' გალერეაში ვიყავი. შოკში ვარ. ვის არ ნახავთ: ველასკესი, ბეკონი, სტეერი, ჯილი, ფროდი. . . უჟასობა მაგრობაა. . . მაგრამ თარნბელის ექსპონატებმა საერთოდ დამლეწა... ხო როდენის გამოფენაზეც ვიყავი. მაგარი იყო ძალიან....ზოგი რაღაცა ძალიან მომეწონა.
ტელევიზია. დაცენტრილია კულინარიაზე, მოგზაურობასა და კომედიურ სერიალებზე. გადასარევია.
აქ აშკარად კულტურული კატასტროფაა, თუმცა დაზარალებულები არ არიან. ნუ გარდა ჩემნაირი არაადამიანი, ველური და ბოროტი ქართველისა. მახსოვს პოლონეთში შემობერვაზეც ბოდიშს იხდიდნენ, მაგრამ აქ საერთოდ სუპრიმიფიკაცია განიცადა ადამიანის მოწიწებამ. ვინმე რომ გაიტანო და გადათელო ბოდიშს აქეთ გიხდის მაპატიე, რომ შემოგეთელე, შემოგებღალე ანდ შემოგეჟიმეო;-))))
აი სერიოზულად, ამდენი პოლონური ვარშავაში არ მომისმენია. როგორც ვატყობ პოლონეთი საოცრად გასვეცკდა იმიტომ რომ ყველა სოფლელი აქაა... ბოდიშს კი ვიხდი ისეთი შუასაუკუნოვანი ტერმინებისთვის როგორიცაა 'სოფლელი' ან 'გოიმი', მაგრამ უფრო შესატყვისი ვერაფერი მოვნახე მათ შესამკობად.
მოკლედ აქ ძალიან სვეცკობაა და ვისაც დიდი ხანია ერთი ადგილი ფარშევანგის ან სხვა ფრინველის 'პეროთი' არ დაგიმშვენებიათ ჩამოდით;-)
და ბოლოს დაილოცოს ზარა.
*****

ციკლიდან: ძვირფასო ყველავ. დაგზავნის სია
თავი II
მოკლედ ვაგრძელებ ჩემს თხრობას და ამჯერად რამოდენიმე ასპექტს მიმოვიხილავ.
საშინლად მაგარი ამინდებია. თბილა. მზე ანათებს. პრინციპში არც ხალხი იჯღანება. არავინ არ გიყურებს და ხარ შენთვის. მილასლასებ და ფიქრობ რითი დაკავდე სამსახურის მერე. მართალი გითხრათ ძალიან ვიღლები და მერე ბევრი სიარულუს თავი არ მაქვს ხოლმე, მაგრამ გუშინ თავს დავაძალე და 'ტაუერს ბრიჯი' და მისი შემოგარენი დავათვალიერე. თანაც ჩემი საყვარელი შენობებიც ვნახე, რომლებიც ჩემი აზრით, იმედია მიშას ჯერ აზრის ქონის უფლება არ აუკრძალავს, თანამედროვე არქიტექტურის შედევრებია.
ჰო, აქაური პრიმატების ნახვა ღირს ყოველ 10ში 2-2 როგორც მდედრი ისე მამრი მოგხიბლავთ ნუ რამით მაინც. თანაც ისეთი სვეცკობები დადიან ნუ რა ვიცი.
მანქანები. სერიოზულად ტირილი მინდება. ვხავივარ. ამდენი სიხარული ერთად არასდროს მინახვას. ტირილი იმიტომ კი არ მინდება რომ მშურს არა იმდენად ლამაზები არიან რომ ცრემლები მომდის.
მეტრო. ჰო, აი ეს მართლა რაღაც ექსტრაორდინალურად დიდი და გრძელია. ძალიან გადატვირთული და ახლართულ-დახლართული ხაზებია, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა ახსნილი ასე რომ ძალიანაც რომ გინდოდეთ ვერ დაიკარგებით. ჰო, დღეს დილით სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როდესაც აბსოლუტურად სხვა ადგილას ამოვლასლასდი;---))) ნუ ბევრია არ უნდა იფიქრო. ვაიმე ზოგი ისეთი ღრმაა ნუ უჟასი.
ინგლისური. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ სხვა ენაზე საუბრობენ. ვაი დედა ესენი ვინ ყოფილან. წარმოიდგინეთ მეტყველ მდგომარეობაში მყოფი პირის ღრუ რომელიც გატენილია ცხელი კარტოფილით ხოლო ღეჭვის პროცესში ატენიან დაუჭრელ ოხრახუშს ან რაიმე სხვა კულტივიზირებულ მწვანილს. მე? აი ასეთი გლეხური ინგლისურით თუ როდესმე მემეტყველოს მე მოვკვდე. რაღაცეებს ვბრუტყუნებ მე თვითონ მცხვენია. არადა ჯულიუსმა, აი ის ამერიკელი ედგარ დავიდს რომ გავს, ისეთი კომპლიმენტით შემამკო. აშკარად ნაადრევი ყოფილა;-) ერთი სიტყვით This is something one has to deal with . საბედნიეროდ წერა არ დამავიწყდა. ისე პირველი დავალება მაქვს და ცოტა ვნერვიულობ.
***** მართალი ხარ, ძალიან მაგარია, როდესაც შენს მაისურზე ან შარვალზე ან შარვლის შუა არეალში სხვის თვალების აფხეკა არ გიწევს.
გუშინ ამ გლეხებს ფილმის The Devil Wears Prada- ს პრემიერა ქონდა. ეს ფილმი 2 თვის წინ ვნახე. ნუ ერთი სიტყვით ნაომი ქემბელი გაეძრო. ჰო, უნდა ვაღიარო საშინლად მაგარი ქალია. ისე ეს პრემიერები უნდა ნახოთ. მსგავსი სასაცილო რამ არასდროს მინახავს. ნუ ეს სელებრითი სასტავი პოზიორობს მოკვდებით სიცილით.
ჰო, გოუ-აუთი. პივის დასალევადაც არმანის, პრადას ან გუჩის ზმანში იჩიტებიან. ასე რომ დარწმუნებული ვარ მეც გუშინ ეგეთი ვეგონეთ, მაგრამ ალბათ ვერ ხვდებოდნენ, რომელი კოლექციიდან შეიძლება ყოფილიყო ჩემი ზმანი;---) ძალიან სასაცილოა. ნუ თუ თბილისში სვეცკაობისგან თავისქალა მძვრებოდა (მეტი არაა ჩემი მტერი), აქ იმენა ხერხემლის მოტეხილობა არ ამცდება. ნუ გამრუდება უკვე მაქვს.
ქალები დადიან აი სერიოზულად სუპერმოდელები თანაც ახლა ლონდონის მოდის კვირეულია და ვის არ შეხვდები. კიდე ზანგი ქალებით ვარ აღშფრთოვანებული ძალიან მაგარი კანი აქვთ, რაღაცა ბარხატივით,
****ია!!! ლილი ქოული ვნახე. საშინელი გრძელი და გამხდარი რამეა, მაგრამ მაინც მესაყვარლა.
მარი! ჩვენი ადმინსიტრატორი ქალია.;-))) ასე რომ არ ინერვიულოთ;-))))
პრესა: ქეით მოსის და ფოშ სფაისის იგივე ვიქტორია ბექჰემის გარდა არაფერზე წერენ;-)))
პ.ს. ეს წერილი დაიწერა გუშინწინ... ინგლისის ამინების დედა მოვტყან. წვიმს და ქურთუკი მაცვია. გუშინ კი ტრუსიკი და მაიკით ვიყავი;-)))
თავი I
ძვირფასო ყველავ,
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაკავებული ვარ გადავწყვიტე ყველას ერთად მოგწეროთ.
მოკლედ მე კარგად ვარ. ამ წუთას თავი კი მტკივა, მაგრამ რა გაეწყობა. ლონდონი ძალიან მომწონა. ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ ძალიან სვეცკობაა. ფასები არ მკითხით. მაგალითად სენდვიჩსა და წვენში 17-18 ლარს ვიხდი;-) რა საკვარლობაა;-) ნუ დღეში ჭამაზე 100 ლარამდე როგორც არაფერი ისე გინდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე საშინლად ფუნტებში არ გამოიყურება. ამიტომაც თუ როდესმე სკოლაში გამრავლება გასწავლეს ან განასაკუთრებული შესაძლებლობების გამო მანამ ისწავლეთ დაივიწყეთ;-)
ჰო, ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ეს ქალაქი უუუუუზარამაზარია.
ჰო, "****-ის" სასტავი ძალიან კარგი ხალხი ჩანს. თანაც მულტი-კულტურილი გარემოა რაც თურმე ძალიან სასიამოვნოა. ისე სოხუმიდან დევნილს;-) არ გამიჭირდებოდა სხვადასხვა ერებთან მეგობრობა. ადმინისტრატორი არის ისეთი ფუმფულა ზანგი, რომელიც ძალიან სვეცკობს და ისეთი საყვარელია ნუ რა ვიცი.
ჰო, ლონდონში ოფიციალურად ინგლისური არ ისმის. ნუ ოფისსში კი ისმის მაგრამ ქუჩაში ნუ რა ვიცი პოლონურით დაწყებული (მაინც რამდენი არიან ეს უპატრონოები) სვაჰილით (ამ ენაზე ტანზანიასა და ზანზიბარში ლაპარაკობენ) დამთავრებული. ჰო კიდე იძახიან ევროპელი კოლონიალისტებიო;-)
კაი წავედი დავიღალე…მერე მოგიყვებით…
აუ იმდენია მოსაყოლი რო რა ვიიიიცი. . . მაგარ გამოფენებზე ვიყავი... ***ძე ბოდიში 'მისპელინგისათვის' თუმცა მაინც გასაგები უნდა ყოფილიყო რომ საუბარი მოდელიანიზე იყო. . . ისე მომეწონა ცოტაც და ვიტირებდი. უორჰოლის გამოფენაზეც ვიყავი და საერთოდ ჩავიშოკე. . . კიდე, ეკას ****-ს გასაგონად, ბითლზის გამოფენაზე ვიყავი და ნუ რა ვიცი ძალიან მაგარი იყო.
ყველაზე მომხიბვლელი კი აქ თავისუფლებაა…. . . საშინლად გახსნილი, ლოიალური და კოსმო-კოსმო საზოგადოებაა. . . . მინდა რომ თბილისიც როდესმე ასეთი იყოს.

Subscribe to:
Posts (Atom)