თავი VII
შემოქმედებითი კრიზისი მაქ. ჩემს სურათებს ვათვალიერებ Halloween Party-დან. ჰოოო, მე ნიღაბი ნამდვილად არ მჭირდება, ისედაც საინტერესო პერსონაჟი ვარ. ყველა გაგებით, თუმცა მაინც ამ ყველაფერს მსუქუქი რელატივიზმით გადახედეთ. ჩემს პერსონას... იმიტომ რომ სურათებს არ გაღირსებთ;-)
მოკლედ ლუციფერის ასულებთან ნავარდი კარგი იყო უბრალოდ ძალიან გვიან დასრულდა. ხომ იცით ადვილად ტრასპორტირებადი არ ვარ. სადღაც 40 წუთის სევდიანი ზოზიალის შემდეგ მძღოლს გამოვესაუბრე და ამ სასიამოვნო საუბარში აღმოვაჩინე, რომ ტრაკში ვარ. სახლში მივეტირე. ძალიან მეძინებოდა და ამ სიამოვნებისთვის მხოლოდ 3 საათის ბედნიერება მქონდა. ბოლოს მივიხედ-მოვიხედე სწარაფად მოვამტრვესასრუტე ჩემი ცრემლები და დავეგდე გაფუჭებული კომპასივით.
ვსხედვარ (სადღაა ის დრო ჩემში ერთი მე რომ ცხოვრობდა?) და ვხვდები, რომ უკვე ვეღარ ვაზროვნებ. . . დაიძაბეთ? სუ არა? გაიჭინთეთ მაინც. . . ვიცი გადტვირთულობითა და დაკავებულობით დღეს, სასმახურზე მლოცველ, მოალერსე და მომასტურბირე მსოფლიოში, ვერავის გააკვირვებ. სამსახური, ხომ სტატუსია, სტატუსი კი ასწორებს. . . ამასთან, როგორ არ უნდა გავიხსენოთ ისტორიის კურსი, რომელიც სკოლაში გავიარეთ და რომლის დროსაც რელიგიურობის ამბიციით შეპრყრობილი საშუალო სკოლის ორთოდოქსი ისტორიკოსები გვასწავლიდნენ . . . ადამიანი შრომამ შექმნაო. . . პენისი და ვაგინა უბრალოდ მიმაგრებული ფაილებია. . . გაათრიეთ ეს დაბნეული სპერმატოზოიდი საკლასო ოთახიდან!!!;-)
მოკლედ მე ეს პროცესი მომწონს, მაგრამ ვერ დაგიმალავთ ადამიანის ინსტინქტების რეალიზაციის ყველაზე საყვარელი ფორმა მთლად ვერაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ პრაგამტულობისადმი მიდრეკილებამ ადამიანი მაინც ზარმაც არსებად ჩამოაყალიბა და ვინ შემეკამათება, რომ დღევანდელი სამყარო პრაგმატული იდეებით შემოსილი მატერიალური სფეროა, რომელიც ყველაზე მარტივად ილუსტრირებადია ჩვენს სურვილებში ვიგორაოთ, ვ. . . ოთ და ფული არაფრისგან ან ძალიან მარტივი შრომისგან მივიღოთ. პრინციპში აქაურობა ამის კარგი მაგალითია, უბრალოდ გეოგრაფიული უსამართლობის გამო ყველა ვერ აღმოვჩნდით ამ უსაქმურ რგოლში;-). არის მცირეოდენი გამონაკლისები და რა თქმა უნდა მე როგორც ამ გამონაკლისების მოშიში სწორედ მისი მსხვერპლი გავხდი. ერთი სასიამოვნო რამ მაკავებს – ეს ყველაფერი ექსტრემალურად საინტერესოა, თანაც ძალიან ბევრი რელაქს-ფაქტორია, რაც ამ ყველაფრის ძვირფასი კომპენსაციაააა....ააააოეეეოეეე…ოეეეოაააა...;-)
ახდა ჩემი ოცნება და მადონას ახალი სინგლის (ოღონდ ახალს რატო უწოდებენ არ ვიცი) '' JUMP''-ის გამოშვებასთან დაკავშირებით ლონდონის ერთ-ერთ უმთავრესმა და უპოპულარულესმა კლუბმა G.A.Y.- მ მადონნას მთელი დღე მიუძღვნა. ეს კლუბი განთქმულია გრძელი და სქელი რიგებით, მაგრამ ასეთი რამ მე არ მინახავს. 1 საათი ლოლუების სრესვაში გავატარე, თანაც მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მსგავსი კლუბი ლონდონში ორია (ნუ აი ჩვენთან რომაა სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის ფილიალი, ჰავაის ფილიალი და სხვა) და . . . . ტარამ ტარამ ტარამ. . . მე რა თმა უნდა იმაში წავედი, რომელშიც არ უნდა წავსულიყავი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო. ერთი საათი ვიწუწავე და მერე მეორე G.A.Y-ში გავეშურე. საბედნიეროდ ჩემს კამერადს ' overjump' ბილეთი აღმოაჩნდა და აღარ მოგვიწია ''1 in 1 out ' რიგში დგომა. მოკლედ მართლა ძალიან მაგარი იყო. დავრწმუნდი, რომ აქ მასსავით არავინ უყვართ და მართლაც ''საცეკვაო მოედნის დედაა'' (არა როგორ ჟღერს;-))
ღმერთო საშინლად მოსაწყენი დღეა. ჰო, Ministry of Sound- ში ვიყავი. შესვლა უზასი ღირდა, მაგრამ ნუ ვისაც ჰაუსი უყვარს. . . უააუს ძახილში ჩაიფუშებოდა. ყველაზე მაგარი დი-ჯეიები უკრავენ.
ისე აქ ძალიან მალე ბნელდება. კულტურული ექსპლორისთვის დრო აღარ მრჩება. დღეს მხოლოდ დილით და ლანჩზე ვნახულობ. ლანჩიც ნუ იკითხავთ, ძირითადად Marks&Spencer-ის საჭმელს ვძოვ. ყველა გამყიდველს ვიცნობ, ოჯახში ვის რა პრობლემა აქვს ვიცი. მოკლედ მყავს 5 დაქალი, ძირითადად შავკანიანი, რომლებიც მოუთმელად ელიან ჩემს მიერ ტუნას ან პაპაიას სალათის ძოვას. რჩევებსაც ვაძლევ და ყველა ცხოვრებით კმაყოფილი ჩანს. საერთოდ ჩემში აღმოვაჩინე თერაპისტის უდიდესი ნიჭი და ალბათ იურისტობას თუ თავი დავანებე თერაპისტი გავხდები. ოღონს ძალიან ძვირად დავიჩარჯები, იმიტომ რომ I AM EXPENSIVE;-)
დღეს ძალიან საინტერესო ანგარიში წავიკითხე. ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ლესბოსელებისადმი. თურმე მათ სერიოზულად არ აღვიქვამთ. რატო? იმიტომ, რომ '' sex without penis is not sex''. როგორია? ანრი ჯოხაძის ფრაზა ''ერთი თქვენ მოგცლიათ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან ათავებს!'' რა უადგილოა;-) ისე ჩვენი სელებყლითების სიბრძყლეს მხოლოდ მომავალი თაობა თუ გადახარშტყნავს;-) A MY JESHJE BORIMSJA ZA SVANIJE DOMA WISHEJ KULTURI I BITA?!;-)
Aარ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ გამოვხატო აქაურ ტრასპორტთან დაკავშირებით. რა მეტროში ჩასულხართ და უპუტანკო საუნაში წასულხართ. ცხელა, ჰაერი არაა, ადამიანების ფიზიკური შერწყმა თავად მოლეკულურ ერო-დისტანციასაც სცდება. . . ''დასველებაც'' არ გინდა. . . და მთელი მატარებელიც, რომ შეგეკვეხოს ვერ იგრძნობ;-) ავტობუსები!!! თუ გინდათ თავი ''ბიძა სტიოპად'' იგრძნოთ და სამყაროს ''დაგვიანებულის სტატუსში'' ზემოდან შეჰყუროთ იმგზავრეთ აბტობუსებით. ღმერთო დალოცვილ ვარშავაში ავტობუსი ყოველგვარი ვიზის გარეშე მაქსიმუმ 30 წუთში სამოთხეში გაგაქანებდა. განსაკუთრებით საინტერესოა აქაური ეხეცუსე-ბი დაგვიანებასთან დაკავშირებით due to the suicide of the passenger the service on Victoria Line is relatively delayed'', ''due to the attempt of the passenger to resist moving train the servive on Picadilly line is slightly delayed'', ''Okay as always service on Northen Line is not good'' და დღეს!!! უსმინეთ '' We are sorry for the delays this morning, this is because the train is too big to fit in the tunnel''.როგორია? და როგორ შეიძლება ამაზე არ გაგეცინოს თუგინდ მთელი მატარებელი მოგაკაშნონ ყელზე.
წავედი. . .
პ.ს. მითხარით, რომ ის რაც 19-ში უნდა მოხდეს ზღაპარია გამოგონილი ბავშვების დასაშინებლად;-)
1 comments:
რამდენი გიწერია ბეჩა. წერას ყავხარ აყვანილი. მარა კაია, :2კისს: მომეწონა შენი თხრობანი, გულწრფელობანი. მისს იუ დარლინგ.
პენელოპ, რომ წამოხვალ, ერთი ჟუვაჩკა ჩამომიტანე რა, ოღონდ ისეთი არა, აქ რომ იყიდება. :უსერ:
Post a Comment