თავი VI
ქიმია
ეს სიტყვა ჩემში ყოველთვის შიშს იწვევდა. პირველად მისი სკოლაში შემეშინდა, მივხვდი რა, რომ ჩემნაირი უფორმულო ადამიანისათვის ეს მეცნიერება ეგზისტენციალიზმზე უფო გაუგებარი და რთული იყო. დაახლოებით კაფკა მშობიარე მდგომარეობაში;-) მომდევნო შეხვედრა ამ სიტყვასთან გაცილებით ტრაგიკული აღმოჩნდა. ეს ისე, უკომენტარო წინადადებების ნაკლებობას, რომ არ განვიცდიდეთ. დღეს კი ვხვდები, რომ ქიმია სკოლაში და ქიმია ადამინაზე მხოლოდ საწყისი ეტაპია ჩემი და მისი ნაცნობობისა. განხილვის პროცესში მყოფი ''ქიმია'' თურმე საკვანძო წერტილია სიმპატიის ფორმირებაში (როგორც სპერმატოზოიდი მორიგი მსუნთქავი რამის გაჩენისათვის) თანაც ფანტასტიური და დიპლომატიური ''იდი ნა ხუი'', რომელსაც არც ექსესი (შებასაბამისად არც პოსტსექსი) და არც ნეგატიური განვითარება მოჰყვება. ერთი სიტყვით, ამ ქიმიოთერაპიის ნაწილი მეც აღმოვჩნდი, თანაც მუდმივად გამომრიცხველი სახითა თუ კომენტარით ''სული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფასადი.... სექსუალობა, ხომ დროის ფაქტორია.'' ჰა ჰა!!! როგორ ჟღერს?! საშინლად. მსგავს უგემოვნო განაცხადს ალბათ თავად სახალხო ლექსენი მრ. ნათელაშვილიც იუარებდა.
ვინაიდან მე ''იუარა'' არ ვარ და პერმანენტულ ''კიდ'' ვიქეცი, ამიტომაც პარასკევ საღამოს გამოვიპროჭე და გავუდექი გზას ''გუანაბარა''ს მიმართულებით. ღმერთო, ერთი დაგანახათ რა რიგები დგას კლუბების შესასვლელთან. ვინაიდან ჩვენ ყველანი სამოქალო ფორმაციის პროცესის მსხვერპლნი ვართ, გახსენებთ პოსტ-სამოქალაქო ომისა და შიდა-სახ. კონფლიქტის პერიოდსა და პურის რიგებს. . . აი ტალონებით, რომ იძლეოდნენ;-) მერწმუნეთ, ლოდინი ამად ღირდა. . . იცით რა არის ბრაზილიური მუსიკის გენიალურობა? ძვლების ჭრაჭუნი არ გესმის და არც საწვავის ნაკლებობას განიცდი. ერთი სიტყვით ავტომატურ ზეთოთერაპიას გადიხარ და დაგროვილ ჟანგს, მხოლოდ ეგზოტიკურ ფანტელებად მიმოაფრქვევ. ჩავატარე!!! ალბათ ხვდებით რას ვგულისხმობ. მეორე დღე ვულკანიზაციასა და სან-ტრექნიკის პლიაზებზე ვინავარდე;-) კვირას კვლავ ''ქიმიის'' საკითხებზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა სიყვარულის ძიების პროცესში. ამჯერად, საქართველოს მარილიანი მიწის შვილს იოდის (ნაკლებობამ) მიმტყუნა. ჩიყვმა დალახვროს!!! ერთი სიტყვით ქიმია უფრო ფიზიკა აღმოჩნდა და რამოდენიმე სასიამოვნო ''დრინქის'' შემდეგ წავედი. . . ჰო, ეს სხვა დროს. მართალი გითხრათ იმ ღამეს ცუდად მეძინა. ვფიქრობდი, ნუთუ ჩემმა იოდმა არასაკმარისად იკაშკაშათქო, მაგრამ რა გაეწყობა მთავარია სხვა ქიმიური ელემენტები, რომლებიც სხვა სტრატეგიულ ორგანოებს ამოძრავებენ კვალ აქტიურ მუტაციას განიცდიან. აჰ, ეს როგორი შვებაა. . . ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავთან გართობაც ხომ გართობაა;-)))) მთვარია მაგ დროს იოდზე არ იფიქროთ;-)))
ჩემი კვების რაციოც ძალიან მარტივ ქიმიურ მიქსტურას მოიცავს. რემონტების სტუმრობის თუ მასპინძლობის დაღი ეტყობა მიმაშპალლეს სადმე საჯდომზე და ამიტომაც თან მზდევს გამუდმებით. რეებს ვბოდიალობ? სულაც არა, ჩემმა სახლის პატრონმა გადაწყვიტა სამსაზრეულოს შეცვლა. ამიტომაც 1 კვირაა ვერ ვიმზადებ საჭმელს და მხოლოდ ხმელი წიფელით ვიკვებები. ჩემი ვაჟა მაგან არ მოსპო? და ახლა მეც უნდა გამანადგუროს?! ნუ ჯანდაბას ვაჟას დროს იოგურტები არ იყო;-), მაგრამ მაწონი აშკარად არსებობდა. . . მდაააა. . . ეტო პლოხო...
იცით ჩემდა გასაკვირად ზოგჯერ სახლში მინდება, თუმცა ალბათ მხოლოდ 2 საათით ან მაქსიმუმ 2 დღე თუ მივცემდი თავს ამ ფუფუნების უფლებას.
ერთი სიტყვით მე ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ახლა უნდა გავაჯვა...რომ მერე კიდე მოგიკუკოთ და გაგიზიაროთ რახაც-რახაცეები (სტილი დაცულლლლია) (სტილი დაცულლლლიას სტილიც დაცულია).
;-)
პ.ს. ჰო, მათ ვინც ჩემი ბოლო წერილის წაკითხვის შემდეგ ჩათვალეთ, რომ სიკვდილს ვაპირებ ან თვითმკვლელობის გეგმაზე ვმუშაობ, შეცდით, თავს საშინლად ცოცხლად ვგრძნობ;-)
თავი V
გამარჯობათ,
მართალია! უფრო ბანალური ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ "რედაქციაში" შემოსულ მკითხველთა უამრავ წერილზე რეაგირებას სწორედ ასეთი ფორმით ვიწყებ. საერთოდ ძალიან მომწონს ადამიანის თვისება სხვათა პერსპექტიული შეფასების საფუძველზე გააკეთოს დასკვნა საკუთარ მოსაზრებასა თუ საქციელზე. სისულელისგან დაზღვევის მაგვარია. . .''შპს ვახო: შეიძინეთ 100% დაფარვის პოლისი და დაცული იქნებით სისულელისაგან''. . . თუმცა პოლისი მცდელობის მსგავსად ხელმოცარული პერსპექტივაა. მე თუ მკითხავთ ადამიანს ყველაზე ნაკლებად უნდა ეშინოდეს სამეტყველო აპარატიდან სისულელის წამოროშვის. ეს უვნებელი პროდუქტი ხომ ზოგჯერ ძალიან სასაცილოა, სიცილი ცრემლდენას გამოიწვევს რაც ფანტასტიური შანსია მხიარულად გამოისუფთაოთ გუგები, ცრემლდენას შარდდენა მოჰყვება, რაც ასევე ფანტასტიური შანსია გაათავისუფლოთ შარდნის ბუშტი და ამასთან გაიწმინდოთ თირკმელები. ასე, რომ ზოგჯერ სისულელე თქვენი ჯანმთელობის მხიარული მეგობარია.
ეს ყველაფერი რაც თქვენ წაიკითხეთ, ასევე სისულელეა უბრალოდ ძალიან ვეცადე სასაცილო ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ბოლო დროს რაღაც სუ არ მეცინება;-)
ორი კვირაა ვებრძვი ბრიტანულ ვირუსებს. უნდა ვაღიარო, ამდაგვარი ჯგუფური შემოწოლის გამოცდილება ჯერ არ მქონია, ამიტომაც ჩემმა დაბნეულმა ლიბიდომ ქარქაშისა და ფარის ამარა დამტოვა ის კი დაავიწყდა, რომ ყველაზე მთავარი ხმალია, თანაც მჭრელი;-) აქ რატომღაც სულ არ ცივა. მინდა გითხრათ თავს უფლებას ვაძლევ ჩავიცვა მაისური. ასე რომ ნისლიანი ალბიონის ცნება აშკარა გადამუშავებას საჭიროებს, რაც ცვლილებებითა და დამატებებით განთქმული ქვეყნის შვილთათვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.
ისე, ყელი საშინლად მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს ყელს სექსი ქონოდა ცულთან, ნამგალთან ან ბენზო-ხერხთან;-)
კულინარიაში გავიწაფე. საშინელ გემრიელ რაღაცეებს ვაკეთებ. ერთი ჩემი სუპები გაგასინჯათ, თუმცა რატომღაც უკვე მეორედ გზააბნეული პეპელა მეწვია, რომელსაც როგორც ყოველთვის მისამართი შეეშალა. რა გამოლევს თესლ პეპლებს, რომლებიც სხვის ულუფაში ისამარებენ თავს;-)
სხავათაშორის აქ პატარა, მაგრამ საყვარელი ქართული სათვისტომო შეიქმნა. სოფო და მისი მეგობრები ლონდონში არიან ამიტომაც მოგვიწია ერთი-ორგან კოლექტიური გასეირნება. მე როგორც ყოველთვის კლუბ-ხელმძღვანელის თანამდებობა შემეტენა (თანაც საკვალიფიკაციო გამოცდა ნამდვილად არ ჩამიბარებია ლონდონში). ჩემი ორიენტაციისა და მახსოვრობის ადამიანმა ალბათ წარმოგიდგენიათ რა სწრაფად მიაგნო ყველაფერს. რა ჩემი ბრალია, თუ ჩემს ლონდონელ ნაცნობებს მანქანით დავყავარ?! მოკლედ ყველაზე სასაცილო ის იყო რომ კლუბების დედაქალაქში და თანაც კლუბების რაიონში, რომელსაც სოჰო (წარმოთქვით რაც შეიძლება გამოშტერებული სიფათითა და მიამიტი ინტონაციით) ჰქვია;-) მოკლედ მე როგორც ''გადადექი'' ქვეყნის შვილი ''გადამაძუნძულეს'' და ლიდერობა ჩეჩენმა ჩაიგდო. . .და რა? ერთი საათი გვატარა გაუგებარ ადგილებში. ვახო რა ვახოა ამას თუ მოითმენდა?! ავიჩეჩე დავიჩეჩე ამოვიყარე ამოსაყრელი და არ ჩავიყარე ჩასაყრელი. შედეგი: კისრული მოთელვით დავიბრუნე ლიდერობა. აღმოვჩნდით კლუბ ზუუ-ში. არაუშავდა, თუმცა 4 საათი გაუჩერებლად ვიცეკვე...ბოლოს ლამის სექსი დავამყარე საკუთარ თავთან.…ნამეტანი ლამაზი ვარ და დიდი სარკის წინ ცეკვა მეტად სარისკოა. მინდა გითხრათ კლუბ ზუუ-ში (მიუხედავად მისი ტროპიკული სახელისა) მხიარულებამ მკაცრი ორთოდოქსული წესებით ჩაიარა 'პატრულმა' მხოლოდ ცხოველური ზასაობა და ინტენსიური ხახუნი დააფიქსირა. იგივე სიტუაცია იყო კლუბ ''თაიგერ თაიგერში'', სადაც ასევე ოფლის ბოლო წვეთამდე ვიცეკვე და ბევრ თინეიჯერს გადავა. . . (ეს უკვე თქვენი გემოვნებით). მიუხედავად ამისა მივხვდი, რომ მაინც ვბერდები, მაგრამ იცით რა ნაწილში? აი კლუბში წასვლა მეზარება, მაგრამ თუ შემაგდეთ, მტრისას, ლომი-მე ააფაფრებს იქაურობას...ახლა ველი 4 ნოემბერს, კლუბ G.A.Y.-ში მადონას დღეა... ასევე ძალიან საინტერესო ნიუანსი. აქ ე.წ. Straight კლუბებში მხოლოდ გოიმები დადიან ამიტომ წინა შაბათ-კვირა გოიმური გაჯაზების ამბავია;-)
თუმცა, მე მაინც ძალიან მომეწონა და თუ მკითხავთ "თიგერ თიგერ" სვეცკობა იყო ნუ ისეთი არა როგორც " Lauren Garnier Club", რომელშიც შესვლის გამო თურმე 25 ფუნტი გადაუხდიათ, მაგრამ მაინც... და კიდე KOKO-ში უნდა წავიდე... მოკლედ სწორედ ამ არგუმენტებით შემოსილმა მე-ჟ.P. გოტიემ დავარწმუნე ჩემი ქართველი მეგობრები და მომავალი უიქ-ენდი გეი-სტარტი იქნება;-) Heaven….heaveeeeen….Heaven… this must be an angel….ისე ტრადიციულ აბჯარს აუცილებლად გამოვართმევ ქართველ ქალიშვილებს, რომელთაც მქონი ეგ აქსესუარი დიდი ხანია არ გაუზეთავთ და არც კი ჭირდებათ. . . მორიგი ალილუია აპკგაცილებულებს;-)
ჰო, რატომ არ მეკითხებით რა აცვიათ 'გო-აუთ'-ზე? ბევრს არაფერს ვიტყვი უბრალოდ გკითხავთ მადონნას like a virgin ან Lucky Star?! თუ კი ბევრი არ იფიქროთ აუცილებლად გადაიკარით ლენტი, ჩაიცვით მუხლებამდე კაბა, აჟურული კოლგოტი (რა ყლე სიტყვაა), თმებს მიეცით თავისუფლება. . .არაა აუცილებელი დაიბანოთ. . . ბევრი ''ლაქი'' . . და მაქსიმალურად ეცადეთ მოისხათ 80 წლების ბიჟუტერია... მოკელდ ეს ყველაფერი სასაცილოა, თუმცა არის გამონაკლისებიც მაგალითად გაიხსენეთ Madonna – Hung Up, Kylie Minogue – Can't get u out of my head an Beyonce – Crazy in Love… მოათავსეთ ბლენდერში და კააააარგად ათქვიფეთ. . .წონას მაინცდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევთ მერე რა, რომ სქელია სქელი იასამანი;-)
სართოდ,აქაურ კლუბებში ყოფნისას სულ მახსენდება სარა-ჯესიკა პარკერის გმირის (''სექსი დიდ ქალაქში'') სარკასტული შენიშვნა ევროპასთან მიმართებაში. . . ერთი სიტყვით ის ამბობს, თუ ვინმეს სურს გაიხსენოს ძველი პოპ კულტურა ევრობაში უნდა წავიდეს. ბსოლუტურ სწორი შენიშვნაა...ზოგჯერ ისეთი სიმღერები მესმის, რომლებიც თავად რეტრონაციონალურ საქართველოშიც კი არ ახსოვთ.
გუშინ ემპერიო არმანის მაღაზიის გახსნაზე ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ არ წავედი...ჰო ****ნსკაიას კი შევპირდი, მაგრამ ამჯერად სუკა მე ვარ და არ წავედი. რა ვიცი მე თმები არ მომწონდა და ზმანიც დიდად რაღაცა არ მქონდა...ისე ძალიან სასაცილოა ლონდონელმა შეიძლება 800 ფუნტი პრადას მაისურში გადაიხადოს და თქვას ღმერთო რა საყვარლობაა. . . მაგრამ 1 ფუნტით ძვირიან ნაყინზე გაჭედოს და აპროსტესტოს ეს რა ვანდალიზმიაო... საინტერესოა;-) ისე ჯორჯიო არმანის და გვინეთ ფელტროუს კი ვნახავდი, მაგრამ მელე მე ლა?! (მეგრული სუბ-რაციონალური კულტურის ფრაზეოლოგიიდან).
გაძლევთ უფლებას ჩემი სახელით პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინოთ, რომ საქართველოში ჩემი შემოტანა აკრძალონ. მე აქ მინდაააააააა. . .
ისე იმედია ამ სირობის წაკითხვის შემდეგ აღარ დაგებადებათ ჩემი სახელის გაგონების სურვილი ა-ლა ტრიბიუტი ''წადი და აღარ მოხვიდე'';-) თუმცა გამოგიტყდებით საშინლად დაკავებული ვარ. . . ტირილამდე. . . მენსტრუალირებადი რომ ვიყო ალბათ დღეში 3-ჯერ ''მომივიდოდა'';-)
გკოცნით და გეფერებათ თქვენი ალეხხხანდრო;-)
0 comments:
Post a Comment